ალერგია ჯანმრთელობის გლობალური პრობლემაა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. კვებითი ალერგიიდან დაწყებული გარემოს მიმართ გამოვლენილ ალერგიამდე, მათი რეაქციები შეიძლება იყოს მსუბუქი საწყის ეტაპზე, თუმცა ეტაპობრივად დამძიმდეს.
ალერგიული რეაქციები შეიძლება იყოს უამრავი და მოიცავდეს კანისა და თვალების სიწითლეს, ქავილს, სურდოს, ქოშინს, თავის ტკივილს და ზოგჯერ ანაფილაქსიურ შოკს ფუტკრის ნაკბენის ან არაქისის ჭამის შემდეგ. ალერგიის მექანიზმი ყოველთვის ემყარება დაუბალანსებელ იმუნურ პასუხს.
რეგენერაციული მედიცინა იყენებს სხეულის საკუთარ რეგენერაციულ რესურსებს. რეგენერაციული ბიოპრეპარატები მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე, რომ გადააპროგრამონ და დაამშვიდონ ის. ღეროვან უჯრედებს აქვთ უნარი გადაიქცნენ სხვადასხვა ტიპის უჯრედებად, მათ შორის იმ უჯრედებად, რომლებსაც შეუძლიათ იმუნური სისტემის ალერგიული რეაქციების რეგულირება.
რეგენერაციული თერაპიის გამოყენებამ მრავალი დადებითი შედეგი გამოიღო ალერგიების მკურნალობისას. პაციენტებმა, რომლებმაც გაიარეს რეგენერაციული მკურნალობა, აღნიშნეს სიმპტომების გაქრობა ან მნიშვნელოვნად შემცირება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და შეწყვიტეს ან შეამცირეს ალერგიის ტრადიციული მედიკამენტებზე დამოკიდებულობა.
ფოფ თერაპია ანუ სისხლის ფილტრაცია, ოქსიგენაცია, ოზონიზაცია და ფოტომოდულაცია ალერგიების მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტია. ის ეფექტურად ახშობს ანთებას ორგანიზმში და ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებას.
ალერგია გამოწვეულია ლიმფოციტების დისბალანსით Th2 ციტოკინის პასუხის სასარგებლოდ, ის დომინირებს. ამავდროულად, Th1 ლიმფოციტები უარყოფითად რეგულირდება. ფოფ პროცედურა კი აღადგენს ბალანს Th1 და Th2-ს შორის.
ფოფის იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტი შეიძლება დაეხმაროს სხეულს უკეთესად დაიცვას თავი ალერგენებისგან, პოტენციურად შეამციროს ალერგიული რეაქციების სიხშირე და სიმძიმე.
ფოფ პროცედურის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი არაინვაზიური მკურნალობის ვარიანტი. ტრადიციული მკურნალობისგან განსხვავებით, როგორიცაა მედიკამენტები ან ინექციები, ამ ერთჯერადი 45-წუთიანი თერაპიის დროს სისხლი მარტივად გამოდის ხელის ვენიდან და ბრუნდება სხეულში მეორე ხელის ვენაში. ამით ფოფ თერაპია არის უსაფრთხო და უმტკივნეულო.
პროცედურის შემდეგ, პაციენტს შეუძლია განაახლოს თავისი ჩვეული საქმიანობა და სამსახური. ასე რომ ეს თერაპია ადვილად შეიძლება იყოს ჩართული იმ ადამიანების დატვირთულ გრაფიკში, რომელთაც აქვთ ალერგია და ეძებენ მკურნალობის მოხერხებულ და ეფექტურ ვარიანტს.
ფოფ თერაპიამ აჩვენა გრძელვადიანი ან სრული გამოკეთება. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ ცემინების, ქავილის და შეშუპების შემცირებას, რაც იწვევს ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესებას.
ფოფ თერაპიის კიდევ ერთი უპირატესობაა, ის რომ შეიძლება გამოყენებულ იქნას ალერგიის ფართო სპექტრის სამკურნალოდ - სეზონური ალერგიები, ალერგიული მტვერი, შინაური ცხოველების ქერტლი, მტვრის ტკიპები ან გარკვეული საკვები.