რეგენერაციული მედიცინა - ინოვაციური, უსაფრთხო და ეფექტური ბუნებრივი საშუალებაა სხვადასხვა ტიპის დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის ტრადიციული თვალსაზრისით განუკურნავი პათოლოგიების პრევენციისა და მკურნალობისთვის.
აქტიურად გამოიყენება ესთეტიკურ დერმატოლოგიასა და პლასტიკურ ქირურგიაში.
ეფექტურია ალოპეციის პრევენციისთვისა და მკურნალობისთვის.
სამკურნალო მასალის მიღება ხდება პაციენტის სხეულიდან, ყოველგვარი ზედმეტი ქიმიური დანამატების გარეშე.
პროცედურა სრულიად უმტივნეულოა.
პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდება.
რეგენერაციული ბიოპრეპარატებით მკურნალობის სერვისის უზრუნველმყოფი რეგენერაციული მედიცინის ამერიკული ცენტრი უკვე საქართველოშია.
რეგენერაციული მედიცინა - ეს არ არის ტრადიციული მედიცინის განვითარება, მისი შემდგომი საფეხურია... ეს არის ახალი მოვლენა, რომელიც არა მხოლოდ მედიცინას ცვლის, არამედ ცვლის პარადიგმას, ანუ ცვლის რეალობის აღქმას და ჩვენს სტატუსს ამ რეალობაში. ჩვენ გვეძლევა საშუალება ვიცხოვროთ დიდხანს და თავი ვიგრძნოთ ჯანმრთელად, რაც ბედნიერების საწინდარია.
ცენტრის დაარსების იდეა მაღალი ტექნოლოგიების განსავითარებლად საქართველოში ხელსაყრელი პირობების შექმნას ემყარება.
პროფესიონალთა გუნდი, ინოვაციური მიდგომებით და მოწინავე ტექნოლოგიებით, ამერიკიდან მოწვეული კოლეგების გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ჩვენი წარმატების პერსპექტივაა.