კლინიკის შესახებ

მსოფლიო დღეს დიდ ყურადღებას უთმობს რეგენერაციულ მედიცინას, რაზედაც მეტყველებს მისი სწრაფი განვითარება, ყველაზე მეტი პუბლიკაციები, ნობელის პრემიები და შთამბეჭდავი მკურნალობის შედეგები.

რეგენერაციული ბიოპრეპარატებით მკურნალობის სერვისის უზრუნველმყოფი რეგენერაციული მედიცინის ამერიკული ცენტრი უკვე საქართველოშია.

კლინიკა რეგმედი ახლახან დაარსდა და უკვე არაერთი პაციენტის ნდობა დაიმსახურა.

კლინიკის დამფუძნებელია დოქტორ თენგიზ ტყებუჩავა, რომელსაც მისმა საერთაშორისო გამოცდილებამ, თერაპიის ახალმა მიდგომამ და ტექნოლოგიების გამოგონებებმა, გადააწყვეტინეს დაბრუნებულიყო ამერიკიდან სამშობლოში და განევითარებინა მსოფლიო დონის რეგენერაციული ცენტრი.

მის მიერ ამერიკაში დაპატენტებული გამოგონებები თერაპიის ახალი ხედვის გათვალისწინებით სასურველ შედეგებამდე მისვლის საუკეთესო საშუალებას იძლევა.

პროფესიონალთა გუნდი, ინოვაციური მიდგომებით და მოწინავე ტექნოლოგიებით, ამერიკიდან მოწვეული კოლეგების გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ჩვენი წარმატების პერსპექტივაა.

რევოლუციური აღმოჩენა მედიცინაში

რეგენერაციული თერაპია მედიცინაში რევოლუციად დამსახურებულად ითვლება. ანესთეზიისა და ანტიბიოტიკების აღმოჩენის შემდეგ ეს არის ახალი მოვლენა მედიცინისთვის.

კითხვაზე რა შეუძლია ღეროვან უჯრედებს, პასუხი მარტივია - ყველაფერი!

მას შეუძლია გამოზარდოს ახალი სისხლ-ძარღვები, ჩაანაცვლოს მკვდარი უჯრედები, შექმნას ახალი ქმედითუნარიანი ორგანო, მათ შორის ძვალიც, აღადგინოს ხედვა, სმენა, აამოძრაოს პარალიზებული კიდურები, გაახალგაზრდავოს სახის კანი და ბევრი სხვა.

ეს ყოველივე მარტივად აღსაქმელია, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ ყველანი განვვითარდით ერთი უჯრედისგან, რომელმაც გვიბოძა ყველა სახის ბიოლოგიური ქსოვილი: კანი, კუნთი, ძვალი, ნერვები, სისხლ-ძარღვები და სხვა. და ღეროვანი უჯრედების გარეშე ჩვენი სიცოცხლე ვერ მიაღწევდა 1 საათსაც კი. ამიტომ, რეგენერაციული მედიცინა - ეს არ არის ტრადიციული მედიცინის განვითარება, მისი შემდგომი საფეხურია...

ეს არის ახალი მოვლენა, რომელიც არა მხოლოდ მედიცინას ცვლის, არამედ ცვლის პარადიგმას, ანუ ცვლის რეალობის აღქმას და ჩვენს სტატუსს ამ რეალობაში.

ჩვენ გვეძლევა საშუალება ვიცხოვროთ დიდხანს და თავი ვიგრძნოთ ჯანმრთელად, რაც ბედნიერების საწინდარია.

ფასეულობები

ცენტრის დაარსების იდეა მაღალი ტექნოლოგიების განსავითარებლად საქართველოში ხელსაყრელი პირობების შექმნას ემყარება.

დოქტორ ტყებუჩავა თვლის, რომ ეს ინოვაციები მასიურად დაეხმარება ხალხს სწრაფად და არაქირურგიული გზით განიკურნონ სხვადასხვა დაავადებებისგან, მათ შორის ტრადიციული აზრით განუკურნავი პათოლოგიებისგან.

© 2022 RegMed Georgia