სინუსიტის რეგენერაციული თერაპია RegMed Georgia-ში

სინუსიტის მკურნალობა რეგენერაციული მედიცინის მეთოდებით

განმარტება და მიმოხილვა

სინუსიტი, ჰაიმორიტი და ფრონტიტი არის ხშირი სამედიცინო პრობლემა, რომელიც გავლენას ახდენს სინუსებსა და ცხვირის წიაღებზე, რაც იწვევს დისკომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სინუსიტები არის სინუსების ანთება, მდგომარეობა – როდესაც სინუსები, (რომლებიც ჰაერით სავსე სივრცეა, მდებარეობს შუბლის, ლოყებისა და ცხვირის უკან) იბლოკება და ინფიცირდება.

სინუსიტის, ჰიმორიტისა და ფრონტიტის საერთო მიზეზები

სინუსიტი შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსებით, ბაქტერიებით, სოკოებით, ალერგიითა და ცხვირის ღრუს სტრუქტურული დარღვევებით. მწვავე სინუსური ინფექცია გრძელდება ათი დღიდან რვა კვირამდე. ქრონიკული ინფექცია კი უფრო დიდხანს.ზოგჯერ თითქოს განკურნება მოხდა, მაგრამ შემდეგ პრობლემები იგივე ინტენსივობით ბრუნდება, როგორც თავიდან. შეიძლება იყოს მწვავე სინუსიტის მრავალი შეტევა, სანამ ის ქრონიკულ სინუსიტში გადავა.

To learn more about our treatment approach and to hear patients talk about their experience, watch our videos below:

Dr. Tengiz Tkebuchava talks about Regenerative Therapy for sinusitis

Patient talks about her experience following sinusitis treatment

სიმპტომები და დიაგნოსტიკური პროცესი

სიმპტომები მრავალფეროვანია. შეიძლება აღინიშნებოდეს სახის და/ან თავის ტკივილი, ზოგჯერ კბილის ტკივილიც კი, სქელი ლორწოს გამოყოფა, ხველა, შეშუპება თვალების, ლოყების, ცხვირის ან შუბლის გარშემო. ეს იწვევს სუნთქვის გაძნელებას და ამ შემთხვევაში ასევე ქვეითდება ყნოსვა და გემო. თუ თქვენ განიცდით ამ სიმპტომებს დიდი ხნის განმავლობაში, დროა მიმართოთ ექიმს და გაიაროთ კონსულტაცია. ის ჩაატარებს ფიზიკურ გამოკვლევას და შესაძლოა მოითხოვოს ვიზუალიზაციის ტესტები ან სინუსების ენდოსკოპია.

სინუსიტის გართულება

სინუსურმა ინფექციამ შეიძლება შეამციროს მხედველობა ან თუნდაც გამოიწვიოს სიბრმავე. სერიოზული სინუსური ინფექცია შეიძლება გავრცელდეს გარსებსა და სითხეში თავის ტვინისა და ზურგის ტვინის გარშემო, ან გამოიწვიოს მენინგიტი. ინფექციები ასევე შეიძლება გავრცელდეს ძვლებში და გამოიწვიოს ოსტეომიელიტი, ან ცელულიტი.

სინუსიტის მკურნალობის ტრადიციული მეთოდი

ტრადიციული მკურნალობა მოიცავს მედიკამენტების კომბინაციას და მიზნად ისახავს ინფექციის აღმოფხვრასა და სიმპტომების შემსუბუქებას. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ხშირად ვერ განიკურნება სრულად, სიმპტომები ბრუნდება და პრობლემა წლების ან ათწლეულების განმავლობაში რჩება. მკურნალობის მიუხედავად, დაავადება გრძელდება კვირების განმავლობაში, ზოგჯერ 12 კვირაზე მეტ ხანს. ხშირ შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. თუმცა, აქაც შედეგი გარანტირებული არ არის.

რეგენერაციული მედიცინის ტექნიკა სინუსიტთან საბრძოლველად

როდესაც საქმე ეხება სინუსიტების მკურნალობას, რეგენერაციული მედიცინა გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია ღეროვანი უჯრედებით თერაპია. სინუსური პირობების შემთხვევაში, ღეროვანი უჯრედები შეიძლება გამოყენებულ იქნას დაზიანებული სინუსური ქსოვილების აღსადგენად და სამკურნალოდ, ანთების შესამცირებლად და საერთო სინუსის ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

ჩვენი მკურნალობის მეთოდით პაციენტი მყისიერად გრძნობს შვებას, მცირდება ტკივილი და შეშუპება და იწყებს უფრო თავისუფლად სუნთქვას. მესამე სესიის ან მესამე პროცედურის შემდეგ დაავადება ჩვეულებრივ ქრება. ასე რომ, პაციენტს მხოლოდ სამი დღე დასჭირდება.

იხილეთ ყველა მკურნალობა

ცერებრული დამბლა

კვლევებმა აჩვენა თერაპიის იმედისმომცემი შედეგები. ბევრ პაციენტს აღენიშნებოდა კუნთების კონტროლის გაძლიერება, მომატებული ძალა, გაუმჯობესებული ბალანსი

Read More »

აკნეს მკურნალობა

აკნეს ნაწიბურების შემთხვევაში, ღეროვანი უჯრედებით თერაპიას შეუძლია ხელი შეუწყოს კანის ახალი უჯრედების ზრდის სტიმულირებას, შეამციროს

Read More »

ერთად დავგეგმოთ თქვენი მკურნალობა

შეავსეთ ფორმა თქვენი საკონტაქტო ინფორმაციით და შეტყობინებით. ჩვენ რაც შეიძლება მალე დაგიკავშირდებით.

Chat with us