კლინიკის დამფუძნებელი: ბ-ნ თენგიზ ტყებუჩავა
თენგიზ ტყებუჩავა, მედიცინის დოქტორი, RegMed-ის დამფუძნებელი და დირექტორია
რეგენერაციული მედიცინის წამყვანი სპეციალისტი
რეგენერაციული მედიცინის ამერიკული ცენტრი საქართველოში – რეგმედ ჯორჯია – დაარსდა 2021 წელს თენგიზ ტყებუჩავას მიერ.
თენგიზ ტყებუჩავა, მედიცინის დოქტორი, საქართველოში რეგენერაციული მედიცინის ამერიკული ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი. ამერიკაში სამედიცინო კომპანიის ბოსტონ ტრანსტეკის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
გამოცდილება
მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში, რეგენერაციული ბიოაგენტების კვლევაში/თერაპიაში, ასევე გამოცდილება ახალ პროექტებსა და სამედიცინო მოწყობილობების გამოგონებასა და განვითარებაში.
დაამთავრა საქართველოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე, მუშაობა გააგრძელა ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში და იქვე დაიცვა დისერტაცია. 1989 წელს მიიწვიეს შვეიცარიაში, სადაც კარიერა გააგრძელა მსოფლიო დონის კარდიოქირურგიის ცენტრებში ციურიხსა და ლონდონში. 1997 წელს გადავიდა ამერიკაში, სადაც მას მიენიჭა ამერიკის მოქალაქეობა, როგორც “განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული უცხოელი”.
სამეცნიერო ინოვაციები და წვლილი
პროფესორის თანამდებობაზე ყოფნისას ბოსტონში ტაფტსის უნივერსიტეტში ის აკეთებდა პრეზენტაციებსა და კითხულობდა ლექციებს ჰარვარდის და სხვა უნივერსიტეტებში. გამოგონილი და დაპატენტებული აქვს სხვადასხვა ტექნოლოგიები. მან აღწერა კარდიოქირურგიული ოპერაციები ბავშვებზე და მოზარდებზე სხვადასხვა თანდაყოლილი და შეძენილი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით, ასევე აღწერა გულის ტრანსპლანტაციების ახალი ვარიანტები. ეს ქირურგიული ინოვაციები პრაქტიკაშია მსოფლიოს ჰოსპიტლებში.
პიონერული მუშაობა რეგენერაციულ მედიცინაში
ის იყო რეგენერაციული მედიცინის განვითარების ერთ-ერთი პიონერი, რომლის დროსაც მან გამოსცადა სხვადასხვა რეგენერაციული აგენტებისა და მათი კომბინაციების თერაპიული ეფექტი, გამოიკვლია მათი გულში შეყვანის ოპტიმალური გზები და ჩაატარა მრავალრიცხოვანი ექსპერიმენტული ოპერაცია. ის იყო წამყვანი სამედიცინო კომპანიების მრჩეველი/ექსპერტი, მათ შორის გიგანტების: Medtronic, Johnson & Johnson, Boston Scientific, General Electric და სხვა.
ის არის ფართო სპექტრის პუბლიკაციებისა და გამოგონებების ავტორი, ასევე მომხსენებელი სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებზე.
ჰუმანიტარული საქმიანობა
საქართველოში 90-იან წლებში სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დროს ის ინტენსიურად ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. მის მიერ გაღებული სამედიცინო და სასურსათო დახმარებით საქართველოში გადარჩა უამრავი ადამიანი. ბ-ნ თენგიზის საქველმოქმედო საქმიანობა აღნიშნული იყო ამერიკულ კონგრესში, ხოლო მისი პიროვნების შესახებ, საზოგადოებისთვის გაწეული ქველმოქმედებისა და თანადგომისთვის, არაერთხელ გაჟღერდა რადიო “ამერიკის ხმის”ეთერში.
ერთად დავგეგმოთ თქვენი მკურნალობა
შეავსეთ ფორმა თქვენი საკონტაქტო ინფორმაციით და შეტყობინებით. ჩვენ რაც შეიძლება მალე დაგიკავშირდებით.